Tuesday, May 10, 2011

პორნო-მითები « ანინას ბლოგი

Sooo true

გავიდეთ და კინოში ვუყუროთ ახალ მელოდრამას თუ სახლში დავრჩეთ და კომპში ვუყუროთ პორნოს?_ მეკითხება ჩემი მმმ.. ჩემი კაცი.

_ წავიდეთ და კინოში ვუყუროთ პორნოს _ ვეუბნები და მეცინება.

ამერიკულ ფილმებში მინახავს ეგეთი კინოთეატრები, ღამე რომ ჩართულია მაიმუნობები და დარბაზში ასე 5 კაცი ზის მოწყენილი. რაკი საქართველოში ეგეთს ვერაფერს ნახავ, ვიბრალებ, რომ სიამოვნებით წავიდოდი. სინამდვილეში, არ წავიდოდი. მოვკვდებოდი იქ, ვერც ვისიამოვნებდი, ვერც გავერთობოდი და სადღაც აღგზნებასა და უხერხულობას შორის გაჭედილი ჩავიკუჭებოდი სკამში. მაგრამ მან ხომ ეგ არ იცის. მან იცის, რომ ანინა ვარ და ბლოგზე თეგებში დიიიდად მიწერია პორნო.

და ჩვენ ვუყურებთ მელოდრამას კომპში Share

No comments:

Post a Comment